Form Call Chat WhatsApp Telegram Viber
💬
აპარტამენტები ბათუმში: მზარდი მოთხოვნის მიზეზები
საქართველოს ეს ზღვისპირა ქალაქი, რომელიც ოდესღაც მხოლოდ სეზონური დასვენების ადგილად მოიაზრებოდა, დღეს ქვეყნის მთავარი ტურისტული ცენტრია. ბათუმის განვითარება მჭიდროდ უკავშირდება უძრავი ქონების ბაზრის გაფართოებას, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ინვესტორს იზიდავს. სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ აპარტამენტებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, რაც საინვესტიციო შესაძლებლობების ფართო სპექტრს ქმნის.

უძრავი ქონების ექსპერტები გამოყოფენ აპარტამენტების სეგმენტს, რომელიც ბოლო წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და რომელიც იდეალურად პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის ძირითად მოთხოვნებს: მოქნილობას, კომფორტსა და ინვესტიციის შესაძლებლობას.

დღეს განსაკუთრებული ინტერესის საგანია აპარტამენტები ბათუმში, ზღვის პირველ ხაზზე, რადგან ამ ტიპის უძრავი ქონება შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა იმ მფლობელებისთვის, რომლებიც გაქირავებაზე არიან ორიენტირებულნი.

უმაღლესი კლასის აპარტოტელი - ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ახალი მიმართულება

ბათუმის უძრავი ქონების სექტორში ბოლო წლებში აშკარად იკვეთება მნიშვნელოვანი ტენდენცია - უმაღლესი კლასის აპარტოტელების მშენებლობის ბუმი. ეს კონცეფცია გულისხმობს ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენებულ კომპლექსს, რომელიც კერძო აპარტამენტებსა და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ინფრასტრუქტურას აერთიანებს.

ამგვარი ობიექტები როგორც წესი მოიცავს:

  • პრემიუმ კლასის აპარტამენტებს თანამედროვე დიზაინით
  • 24/7 მისაღებ განყოფილებას და უსაფრთხოების სამსახურს
  • რესტორნებს, კაფეებსა და კვების სხვა ობიექტებს
  • ღია და დახურულ აუზებს
  • ფიტნეს ცენტრებსა და სპა-კომპლექსებს
  • საკონფერენციო დარბაზებსა და ბიზნეს-სივრცეებს
  • ავტოსადგომებსა და კეთილმოწყობილ ეზოებს

ზოგადად კი ბათუმში უმაღლესი კლასის აპარტოტელების პოპულარობის ზრდას, სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. პირველ რიგში, ეს კონცეფცია იდეალურად ერგება თანამედროვე ცხოვრების სტილს - აპარტამენტის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ დროს თავად ისარგებლოს საკუთარი ფართით, ხოლო დანარჩენ პერიოდში მისი თავისუფლად გაქირავების საშუალება აქვს.

მეორე მხრივ, უმაღლესი კლასის აპარტოტელი წარმოადგენს დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პროდუქტს: ზღვის პირველ ხაზზე მდებარე კომპლექსებში აპარტამენტების შეძენა არა მხოლოდ კაპიტალის შენარჩუნების, არამედ მისი მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებასაც იძლევა. უფრო მეტიც, ექსპერტების შეფასებით, ხარისხიანად აშენებულ აპარტოტელებში ბინების ღირებულება ყოველწლიურად საშუალოდ 8-15%-ით იმატებს.

აპარტოტელების უპირატესობები ტრადიციულ საცხოვრებელთან შედარებით

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აპარტოტელი წარმოადგენს კერძო საცხოვრებლისა და სასტუმროს უპირატესობების ერთგვარ სინთეზს, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ისეთი სერვისებით, როგორიცაა: დასუფთავება, უსაფრთხოება, ტექნიკური მომსახურება და სხვა - ყველაფერი ის, რაც ტრადიციულ ბინებში ხშირად ხელმისაწვდომი არ არის.

გარდა ამისა, აპარტოტელებს, როგორც წესი, აქვთ საერთო სივრცეები და დახვეწილი ინფრასტრუქტურა, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ მიმზიდველობას, როგორც ცხოვრების, ისე დასვენების თვალსაზრისით.

ტურიზმის ბუმი და მისი გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე

აპარტამენტები ბათუმში ბოლო დროს ბევრი ადამიანის ინტერესის სფერო გახდა - ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ქალაქის ტურისტული პოტენციალის მკვეთრი ამაღლებაა. თავად ის ფაქტი კი, რომ ბათუმი ვიზიტორებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს, კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას მოკლევადიან გაქირავებაზე და შესაბამისად, საინვესტიციო მიზნით აპარტამენტების შეძენაზე.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ აპარტოტელის კონცეფცია ამ მხრივ იდეალური გადაწყვეტაა. კომფორტული აპარტამენტი, რომელიც სტუმარს სასტუმროს სრულ სერვისს სთავაზობს, ბევრად უფრო მიმზიდველია დამსვენებლისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი სასტუმროს ნომერი ან კერძო ბინა შეზღუდული ინფრასტრუქტურით. სწორედ ამიტომ, აპარტოტელის ტიპის ობიექტებში განთავსებული აპარტამენტები მაღალი დატვირთვით გამოირჩევა და, შესაბამისად, მფლობელებისთვის უფრო მეტ შემოსავალსაც იძლევა.

აპარტოტელი - თქვენი სტაბილური ინვესტიცია

საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა, რომელიც აპარტამენტებს ბათუმში განსაკუთრებით მოთხოვნადს ხდის, მარტივად პროგნოზირებადი შემოსავალია. საინვესტიციო რისკებს კიდევ უფრო მეტად ამცირებს აპარტოტელის იდეა, იმ კუთხით, რომ მფლობელს აღარ უწევს ბინის გაქირავების პროცესის დამოუკიდებლად მართვა და მის ნაცვლად ამ პასუხისმგებლობას პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი იღებს.

ბათუმში ამგვარი კონცეფციის მქონე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ჰორიზონტ ბათუმია", რომელიც ზღვის პირველ ხაზზე, პრემიუმ კლასის სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექსებს 2013 წლიდან აშენებს. კომპანიის პროექტები, როგორებიცაა Horizon Comfort, Horizon Club, Horizon Grand Residence, Horizon Elegance და Horizon Deluxe, გამოირჩევა მაღალი ხარისხით, თანამედროვე დიზაინითა და მომხმარებელზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურით.

თანამედროვე მიდგომები და ინოვაციური საინვესტიციო მოდელები

ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასთან ერთად, ვითარდება და იხვეწება საინვესტიციო მოდელებიც. დღეს ინვესტორს შეუძლია აირჩიოს შემოსავლის მიღების მისთვის ხელსაყრელი სქემა - იქნება ეს გარანტირებული შემოსავალი, მოგების პროცენტული განაწილება თუ სხვა ფინანსური ინსტრუმენტები.

მაგალითად, კომპანია „ჰორიზონტ ბათუმის’’ ერთ-ერთ პროექტში (Horizon Grand Residence), შემოთავაზებელია “All inclusive’’ სტანდარტის სისტემა, გარანტირებული შემოსავლით. გარდა ამისა, ინოვაციურ მიდგომად შეიძლება მივიჩნიოთ ე.წ. “Buy Back’’ სისტემაც - ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია ვალდებულებას იღებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ (როგორც წესი, 3-5 წელი) აპარტამენტი წინასწარ შეთანხმებული ფასით უკან გამოისყიდოს, რაც ხშირად საწყის ფასზე 20-30%-ით მეტია. მსგავსი სქემა მყიდველს დამატებით გარანტიას აძლევს და საინვესტიციო რისკებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს.

მომავლის პერსპექტივები და პროგნოზები

უძრავი ქონების ექსპერტების შეფასებით, ბათუმში აპარტამენტების ბაზარი ინვესტორთათვის სტაბილურ და პერსპექტიულ მიმართულებად რჩება. მათივე პროგნოზით, აპარტოტელის ტიპის კომპლექსები ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე, ახლო მომავალში ერთ-ერთ წამყვან საინვესტიციო პროდუქტად ჩამოყალიბდება. განსაკუთრებით პოპულარული კი იქნება მაღალი კლასის პროექტები, რომლებიც ინვესტორს არა მხოლოდ ხარისხიან აპარტამენტს, არამედ პროფესიონალურ მენეჯმენტსა და სტაბილურ შემოსავალს შესთავაზებს.

ტურიზმის ინდუსტრიის პერსპექტივები და ქალაქის განვითარების გრძელვადიანი გეგმები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ბათუმში აპარტამენტებზე მოთხოვნა და აქედან გამომდინარე, მათი ღირებულებაც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება - შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ დღეს განხორციელებული ინვესტიცია, ხვალინდელი წარმატების გარანტი გახდეს.

ჩვენი კონტაქტები

კონტაქტები

სოციალური ქსელები

სოციალური ქსელები