Form Call Chat WhatsApp Telegram Viber
💬
საინვესტიციო შესაძლებლობა ბათუმში: ურბანული განახლება და მომავლის ხედვა
თითქმის ყველა, ვინც ბათუმს სტუმრობს, გაოცებით აღნიშნავს, რამდენად სწრაფად იცვლება ეს ქალაქი. ამბობენ იმასაც, რომ ხშირად რამდენიმე თვის შუალედიც კი საკმარისია, რომ ახალი შენობების, განახლებული ბულვარის, თანამედროვე კაფე-რესტორნებისა და ძველი ქუჩების გაცოცხლებული ატმოსფეროს წყალობით, ქალაქმა სრულიად განსხვავებული იერსახე შეიძინოს.

ცვლილებების ტემპი მართლაც შთამბეჭდავია - ბათუმმა უმოკლეს დროში მოიტოვა უკან საბჭოთა წარსულის მძიმე მემკვიდრეობა და გადაიქცა თანამედროვე, მრავალფუნქციურ ქალაქად, რომელიც ახლა ერთდროულად ტურისტულ, საცხოვრებელ და ბიზნეს სივრცედაა ჩამოყალიბებული. დღეს ის უკვე არა მხოლოდ სეზონური კურორტი, არამედ ურბანული ჰაბია, სადაც ერთმანეთს ზღვისპირა ცხოვრების სტილი, განვითარებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე არქიტექტურა ერწყმის.

ეს არის ქალაქი, სადაც ყოველდღიურად ჩნდება ახალი შესაძლებლობები - როგორც ცხოვრების, ისე ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის. ამ სწრაფად ცვალებად რეალობაში კი იბადება არაერთი საინვესტიციო შესაძლებლობა, რომელიც სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

არქიტექტურული რევოლუცია - როდის და როგორ მოხდა?

ბოლო ათწლეულში ბათუმის ქალაქგეგმარების პროცესის მთავარი კატალიზატორი ინფრასტრუქტურის განვითარება იყო - განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ახალი ავტობანის წყალობით, დედაქალაქიდან ბათუმში ჩასვლის დრო მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც მისი ტურისტული და საინვესტიციო მიმზიდველობა გაზარდა. პარალელურად, ბათუმის აეროპორტის გაფართოების ხარჯზე მოიმატა საერთაშორისო ფრენების რაოდენობამ - ამ და სხვა მრავალმა ფაქტორმა კი ქალაქი გლობალურ ბაზართან კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირა.

შთაბეჭდავია ბათუმის არქიტექტურული ტრანსფორმაციაც - მაღალსართულიანმა თანამედროვე კომპლექსებმა მთლიანად შეცვალა ქალაქის ძირითადი სილუეტი. დღეს აქ მუდმივად იმატებს ახალი, ინოვაციური არქიტექტურული პროექტების რაოდენობა, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალური თვალსაზრისით ქმნის ახალ სტანდარტებს, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ხარისხსაც. არქიტექტურულ გადაწყვეტებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენება კი ხელს უწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდასა და გარემოზე ზრუნვას, რაც ბოლო წლებში განსაკუთრებით მოთხოვნადია.

ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სხვადასხვა სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის განვითარებაა, რომელიც კომფორტისა და უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს და რომელიც ასევე წარმატებით პასუხობს ადგილობრივებისა და სტუმრების ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა: მარტივი და კომფორტული საცხოვრებელი გარემო, გასართობი სივრცეები და მაღალი დონის სერვისები.

ასეთ პროექტებს შორის გამორჩეულია უმაღლესი კლასის აპარტოტელები, რომლებიც როგორც წესი აერთიანებს სასტუმროების კომფორტსა და კერძო სახლის სიმყუდროვეს. ეს სივრცეები ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მათ საშუალება აქვთ მიიღონ როგორც სტაბილური შემოსავალი, ისე ქონების ღირებულების ზრდის ფართო პერსპექტივა.

უმაღლესი კლასის აპარტოტელი - ახალი ტიპის ინვესტიცია

ამ ტიპის პროექტებით ინვესტორთა მზარდი დაინტერესება შემთხვევითი არ არის. უმაღლესი კლასის აპარტოტელი იდეალურად პასუხობს იმ საჭიროებებს, რაც დღეს ცხოვრების თანამედროვე სტილსა და ინვესტირების პრაქტიკას ახასიათებს.

მისი მთავარი ღირებულება მოქნილობასა და კომფორტშია - მფლობელებს შეუძლიათ, ისარგებლონ სასტუმროს ტიპის სერვისებით და ამავდროულად მიიღონ შემოსავალი გაქირავებიდან. გარდა ამისა, ასეთ ობიექტებზე მოთხოვნა სეზონურად არ იკლებს. ზაფხულში ტურისტები აქტიურად ქირაობენ აპარტოტელებს, ხოლო დანარჩენ პერიოდში ისინი საინტერესოა დისტანციურად მომუშავეებისთვის, წელიწადის სხვადასხვა დროს ბათუმში მცხოვრები პროფესიონალებისა თუ მცირე მეწარმეებისთვის. შესაბამისად, ამ ფორმის ინვესტიცია გამოირჩევა შედარებით დაბალი რისკით და პროგნოზირებადი, სტაბილური შემოსავლით.

ინვესტიცია საქართველოში - ბათუმის მაგალითი

ბოლო წლებში ბათუმში ტურისტული ნაკადის ზრდამ სტაბილური ხასიათი შეიძინა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად 15–20%-ით მატულობს. თუმცა, რაოდენობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იზრდება როგორც დამსვენებლების საშუალო დანახარჯი, ისე ქალაქში გატარებული დღეების რაოდენობა - თავის მხრივ, ეს ტენდენცია კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართ ინტერესს მნიშვნელოვნად აფართოებს.

ინვესტიცია საქართველოში, განსაკუთრებით ბათუმის რეგიონში, უკვე მრავალი ინვესტორის სტრატეგიული არჩევანია - მათ შორის უცხოელებისაც. ქალაქის დღევანდელი სტატუსი ხელს უწყობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას, ინვესტორებისთვის შექმნილი ლოიალური გარემო კი ფინანსურ სტაბილურობასა და სწრაფი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

Horizons Group - ბაზრის ლიდერი გამორჩეული პროექტებით

ბათუმი სწრაფად იცვლება, და ჩვენ, Horizons Group-ში, ამ ცვლილებების აქტიური მონაწილენი ვართ - არა მხოლოდ როგორც დეველოპერები, არამედ როგორც ქალაქის თანამედროვე იდენტობის თანაშემქმნელები. ჩვენი პროექტები მდებარეობს ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ლოკაციებზე - სანაპიროს პირველ ზოლში, საიდანაც არა მხოლოდ თვალწარმტაცი ხედები იშლება, არამედ ცხოვრების ხარისხიც უმაღლეს დონეზეა განვითარებული.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობა არ იყოს უბრალოდ შენობის აღმართვა - თითოეული ნაგებობა უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც ადამიანები სიმყუდროვეს, კომფორტსა და უსაფრთხოებას იგრძნობენ.
ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ქმნის არა მხოლოდ უნიკალურ საცხოვრებელ გარემოს, არამედ ინვესტიციას, რომელიც თითოეულ მფლობელს გრძელვადიან მოგებას ჰპირდება.

ის, რაც რეგიონის მომავალს განსაზღვრავს

ბათუმი დღეს ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე უბრალოდ საკურორტო ქალაქი - ის თანდათან ხდება ახალი სტანდარტების მქონე ურბანული სივრცე, სადაც ცხოვრების ხარისხი, თანამედროვე არქიტექტურა და საინვესტიციო პოტენციალი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს კი ის თითოეული სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი ასრულებს, რომელიც ფუნქციურობას, ესთეტიკასა და კომფორტს აერთიანებს - სწორედ ასეთი პროექტებია მომავლის ქალაქის მთავარი საყრდენი.

ინვესტიცია საქართველოში, განსაკუთრებით ბათუმის სწრაფად მზარდ რეგიონში, ბევრისთვის უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ფინანსური სარგებელი. ეს არის შანსი, ჩაერთონ ქალაქის თანამედროვე განვითარების პროცესში და მიიღონ სტაბილური და გრძელვადიანი შედეგი.

Horizons Group აქტიურად მონაწილეობს ამ ცვლილებებში - ჩვენ ვქმნით სივრცეებს, რომლებიც არა მხოლოდ დღევანდელ საჭიროებებს ეხმიანება, არამედ ხელს უწყობს ბათუმში ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტების ჩამოყალიბებასაც. გვჯერა, რომ სწორედ დღეს შეიძლება იყოს ის მომენტი, როცა გააზრებული გადაწყვეტილება საფუძველს მომავალ წარმატებას ჩაუყრის.

ჩვენი კონტაქტები

კონტაქტები

სოციალური ქსელები

სოციალური ქსელები