Form Call Chat WhatsApp Telegram Viber
💬
სამშენებლო კომპანიები ბათუმში - რომელია საუკეთესო?!

რას გულისხმობს ინვესტიცია უძრავ ქონებაში და რა უპირატესობები აქვს მას?

ხშირად ამბობენ, რომ ამ მყუდრო საპორტო ქალაქში, მზე სულ სხვანაირად ანათებს, ამბობენ იმასაც, რომ თითოეული დამსვენებელი, ქართველი იქნება ის თუ უცხოელი, აქ თავს სტუმრად არასდროს გრძნობს. ამიტომაც, ბათუმი - თავისი უნიკალური ბუნებით, პეიზაჟებით, ისტორიითა და კულტურით, ტურისტების რაოდენობის სიმცირეს არასდროს უჩივის. მეტიც, ბოლო ათწლეულში შთამბეჭდავმა ტრანსფორმაციამ, ბათუმი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტული მიზიდულობის ცენტრად აქცია. ამის გამო, შესამჩნევად გაიზარდა უძრავი ქონების ბაზარიც, სადაც თანამედროვე არქიტექტურულმა პროექტებმა და ინოვაციურმა საცხოვრებელმა კომპლექსებმა ქალაქს სულ სხვა ხიბლი და დანიშნულება შესძინა.

ასეთმა თვალშისაცემმა პოპულარობამ და საინვესტიციოდ ხელსაყრელმა გარემომ გაზარდა მოთხოვნაც უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, დღეს თითოეული დეველოპერული კომპანია ცდილობს ერთმანეთს ხარისხიანი კონკურენცია გაუწიოს. ასეთ მრავალფეროვნებაში კი პოტენციური მყიდველისთვის არჩევანის გაკეთება, ცხადია, უფრო რთული ხდება - რადგან მათ სწორი ანალიზის შედეგად უნდა გადაწყვიტონ, ვის მიანდობენ საკუთარ ფინანსებსა და კერძო საკუთრებას.

ყველაზე კარგი სამშენებლო კომპანიების მთავარი მახასიათებლები

დღეს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი სავსეა როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ისე ახალი, ამბიციური სამშენებლო კომპანიებით, რომლებიც ამ მეტად კონკურენტულ გარემოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ინოვაციური მიდგომებით ცდილობენ. შესაბამისად, არჩევანის გაკეთების პროცესში პოტენციური მყიდველების მხრიდან მუდამ ისმის კითხვები: როგორ შევარჩიოთ საუკეთესო სამშენებლო კომპანიები ბათუმში და რა კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელოთ, ვიდრე ამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას მივიღებთ?

ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა არცთუ ისე მარტივია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება, მაინც მყიდველის სპეციფიკურ გემოვნებაზე, საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა დამოკიდებული. თუმცა, არსებობს 5 ძირითადი კრიტერიუმი, რომლითაც ამა თუ იმ კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას შეძლებთ, ესენია:

კომპანიის რეპუტაცია - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის გასარკვევად, თუ რამდენად წარმატებულია სამშენებლო კომპანია, რომელთან თანამშრომლობასაც გეგმავთ. სამშენებლო კომპანიები ბათუმში საკმაოდ მრავლადაა, თუმცა, ცოტა თუ სარგებლობს მომხმარებლების ნდობითა და მაღალი რეპუტაციით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაარკვიოთ პროექტების რაოდენობა და ისიც, მათგან რამდენია უკვე წარმატებით დასრულებული. გარდა ამისა, აუცილებლად დაინტერესდით სხვა მყიდველების გამოცდილებით, გაეცანით მომხმარებლების შეფასებებსა და განხილვებს სოციალურ ქსელში.

ხარისხი და უსაფრთხოება - სანდო სამშენებლო კომპანია არასდროს მალავს ინფორმაციას ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ, პირიქით, ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ კლიენტს ყოველთვის დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. ამიტომ, არჩევანის გაკეთებამდე, მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, როგორი ხარისხის მასალებს იყენებენ სამშენებლო პროცესში, ვინ არიან მათი კონტრაქტორი ფირმები და არის თუ არა შემოთავაზებული ხარისხი კონკრეტული სერტიფიკატებით დადასტურებული. არანაკლებ საგულისხმოა, შენობის შესაბამისობა სეისმური უსაფრთხოების სტანდარტებთან, ასევე იზოლაციის ტიპები, გათბობა-გაგრილების სისტემები და მთლიანი ნაგებობის ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი.

ფინანსური სტაბილურობა და პროექტის ეფექტური მართვა - ხშირად კითხვაზე, რომელია ყველაზე კარგი სამშენებლო კომპანიები, პასუხი არის: ის, ვისაც ფინანსური პრობლემების გამო მშენებლობა არასდროს შეუჩერებია და ვინც უძრავი ქონების მფლობელს კერძო საკუთრებას დათქმულ ვადებში აბარებს. ეს არგუმენტები საკმაოდ ლოგიკურია, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლების განმავლობაში დროში გაწელილი მშენებლობის შემთხვევები საკმაოდ ხშირია - რაც საბოლოო ჯამში, მყიდველისთვის დაკარგულ დროსა და დამატებით სტრესს უდრის.

იურიდიული გამჭვირვალობა - ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ დეველოპერული კომპანია ფლობს ყველა საჭირო ლიცენზიასა და ნებართვას მშენებლობის განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს არ არსებობდეს იურიდიული დავა. ხელმოწერამდე გაეცანით ხელშეკრულების პირობებსაც - ყურადღებით წაიკითხეთ ის პუნქტები, სადაც საუბარია მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ, გადახდის გრაფიკსა და საგარანტიო პირობებზე.

მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა - პასუხისმგებლიანი დეველოპერული კომპანია ხშირად გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით და ცდილობს, თითოეულ კლიენტს კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე ყველაზე მოქნილი პირობები შესთავაზოს. შეაფასეთ, რამდენად პროფესიონალურად და ოპერატიულად რეაგირებს კომპანია თქვენს კითხვებზე, გაწვდიან თუ არა დეტალურ ინფორმაციას და არიან თუ არა მზად, დაინტერესების შემთხვევაში, დაგათვალიერებინონ თავიანთი მიმდინარე ან დასრულებული პროექტები. აქვე საინტერესოა ისიც, თუ რა გარანტიებს გთავაზობენ მათი უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში და რამდენი წლით იღებენ პასუხისმგებლობას შენობის ხარისხზე.

,,ჰორიზონტ ბათუმი’’ - წარმატებული ინვესტიციის გარანტია

ხშირად იქაც კი, სადაც ყველაზე კარგი სამშენებლო კომპანიები ერთმანეთთან მძაფრ კონკურენციაში არიან, რთულია შეარჩიო საუკეთესო - ის, ვინც ზემოთ ჩამოთვლილ ხუთივე ძირითად კრიტერიუმს: რეპუტაციას, ხარისხს, ფინანსურ სტაბილურობას, იურიდიულ გამჭვირვალობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას, სრულად დააკმაყოფილებს. საბედნიეროდ, ასეთ კონკურენტულ გარემოში უკვე მრავალი წელია უპირობოდ გამოირჩევა „ჰორიზონტ ბათუმი" - რომელიც პრემიუმ კლასის სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექსებს, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას - ზღვის პირველ ხაზზე, 2013 წლიდან აშენებს.

,,ჰორიზონტ ბათუმის’’ შემთხვევაში მაღალ რეპუტაციასა და სანდოობას პროექტების დროულად შესრულება და საერთაშორისო სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა განაპირობებს. აქ განსაკუთრებული ყურადღება ხარისხსა და უსაფრთხოებას ეთმობა, რასაც ადასტურებს პარტნიორობა ცნობილ საერთაშორისო კომპანიებთან. ფინანსურ სტაბილურობასა და პროექტების ეფექტურ მართვაზე კი ყველაზე ბევრს კომპანიის პორტფოლიო ამბობს. რაც შეეხება იურიდიულ გამჭვირვალობას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ჰორიზონტ ბათუმი" ბაზარზე ყველა საჭირო ლიცენზიითა და ნებართვით ოპერირებს. დაბოლოს, იმ ფაქტს, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა „ჰორიზონტ ბათუმის" ბიზნეს სტრატეგიის მთავარი ნაწილია, ადასტურებს კომპანიის მიერ შემუშავებული გადახდის მოქნილი პირობები - 20%-იანი პირველადი შენატანით და 3 წლამდე 0%-იანი განვადებით.

აქ ყველა აპარტამენტი ზღვის ხედითა და ვერანდით, მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურით და ე.წ. all inclusive სტანდარტით გამოირჩევა. ეს კი ის უპირატესობებია, რაც საინვესტიციო თვალსაზრისით განსაკუთრებით მომგებიანია და რასაც მფლობელისთვის სტაბილური შემოსავლის წყაროს შექმნა შეუძლია.

ჩვენი კონტაქტები

კონტაქტები

სოციალური ქსელები

სოციალური ქსელები