სამშენებლო ბუმის ფონზე აპარტამენტები ბათუმში კიდევ უფრო რთული ასარჩევია, განსაკუთრებით საინვესტიციოდ. ამ მხრივ აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე გამორჩეული ბიზნესია „ჰორიზონტი“. ეს არის დეველოპერული კომპანია, რომელიც ინვესტორებსა და ქონების შეძენის მსურველებს სთავაზობს უმაღლესი სტანდარტების კერძო საკუთრებას პირდაპირ შავი ზღვის სანაპიროზე.
”ჰორიზონტ ბათუმი" მმართველი კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ და გარანტირებულ შემოსავალს. ასევე, მათი პროექტები აღჭურვილია მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურითა და მფლობელებს სასტუმროს ტიპის სერვისებს სთავაზობს, გარდა ამისა, გადახდის უნიკალური პირობები მთლიანად ინვესტორზეა მორგებული.
„ჰორიზონტის“ აპარტამენტები ბათუმში გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, ინფრასტრუქტურითა და ინოვაციური მომსახურებით. შესაბამისად, იზრდება როგორც საინვესტიციო ღირებულება.
აპარტამენტის შეძენის პროცესი „ჰორიზონტში“ მარტივი პროცედურაა - მსურველმა პირველ ეტაპზე
უნდა აირჩიოს აპარტამენტი და გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად დაჯავშნოს ის. შემდეგი ეტაპი მოიცავს იურიდიული დოკუმენტაციის გაფორმებასა და საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
„ჰორიზონტის" უპირატესობა სწორედ ეს შემოთავაზებაა და განასხვავებს მას სხვა კომპანიებისგან. აპარტამენტის შეძენის შემდეგ ინვესტორი იღებს გარანტირებულ შემოსავალს, რაც იურიდიულად არის უზრუნველყოფილი. ეს ნიშნავს, რომ ყველანაირი რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, კომპანია უზრუნველყოფს აპარტამენტის სრულ მომსახურებას, რაც გულისხმობს ქირავნობის მართვასა და ვიზიტორებთან ურთიერთობას.
„ჰორიზონტის“ პროექტები შავი ზღვის სანაპიროზე, პირველივე ზოლში მდებარეობს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც არის აპარტამენტები მიმზიდველი ნებისმიერი სახის ინვესტიციისთვის. ბინებიდან იშლება საუკეთესო ხედები ზღვაზე, ქალაქსა და მთებზე, რომლებითაც ბათუმია გარშემორტყმული. ეს კი ნიშნავს, რომ მათზე მოთხოვნა წელიწადის ნებისმიერ დროს მაღალი იქნება.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ უძრავ ქონებაში ინვესტირება არის თქვენ მიერ დაგროვილი კაპიტალის უსაფრთხოდ დაბანდებისა და მისი ზრდის საუკეთესო გზა. უძრავ ქონებაში ინვესტიცია საქართველოში მარტივი პროცედურაა, რომელსაც ფინანსურ დმაოუკიდებლობამდე და მუდმივ შემოსავლამდე მიჰყავხართ.
მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციისთვის სწორედ შეარჩიოთ ადგილი - ამ მხრივ კი ბათუმს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მზარდი ტურისტული ნაკადისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ფონზე ამ ქალაქში უძრავი ქონების შეძენა გონივრული და მომგებიანი გადაწყვეტილებაა. აპარტამენტები ბათუმში ინვესტორებს საშუალებას აძლევს, მიიღონ სტაბილური, პასიური შემოსავალი, ხოლო კერძო საკუთრების ფასის მუდმივი ზრდის ფონზე კიდევ უფრო გააძლიერონ თავიანთი ფინანსური შესაძლებლობები.
„ჰორიზონტი“ გახლავთ ამ სექტორში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამორჩეული პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებასა და იურიდიულად გარანტირებულ ფინანსურ სარგებელს. კომპანიის აპარტამენტები არა მხოლოდ კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობენ დამსვენებლებს, არამედ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას დაზოგონ დრო და ძალისხმევა ქონების მართვის პროცესში.
თუ თქვენ ეძებთ გზას, როგორ მიაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას და მიიღოთ გრძელვადიანი სარგებელი, უძრავი ქონების ბაზარი და განსაკუთრებით „ჰორიზონტის“ პროექტები სწორედ თქვენთვისაა განკუთვნილი. ახლა განხორციელებული ინვესტიცია ნიშნავს სამომავლოდ გადაგმულ სწორ ნაბიჯს, რომელიც თქვენს ფინანსურ წარმატებას გაამყარებს.