უძრავი ქონება ბათუმში იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მყიდველისთვის ხშირად რთულია, აირჩიოს საუკეთესო შეთავაზება. ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე წარმოდგენილია მრავალი ახალი პროექტი, სხვადასხვა დეველოპერი ცდილობს ინვესტორების მოზიდვას და კონკურენციაც მაღალია. ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მოიძიოთ ისეთი ბინა, რომელიც არა მხოლოდ ინვესტიციის ღირებულებას გაამართლებს, არამედ მაქსიმალურ სარგებელსაც მოიტანს?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია შეაფასოთ პროექტის სანდოობა. ბათუმში მშენებლობის ბუმის პარალელურად, ბევრი ახალი კომპანია გამოჩნდა, მაგრამ მხოლოდ გამოცდილ დეველოპერებს შეუძლიათ გრძელვადიანი და სტაბილური ინვესტიციის გარანტია მოგცენ. არჩევანის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ, რამდენად ძლიერი ისტორიისა და კარგი რეპუტაციის მქონეა დეველოპერი, როგორი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა კომპლექსი და რამდენად ეფექტურად იმართება ის.
ერთერთი გამორჩეული და სანდო კომპანია, რომელიც ბათუმში ინვესტორებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის, არის "ჰორიზონტ ბათუმი". ეს გუნდი ქმნის პრემიუმ-კლასის საცხოვრებელსა და საინვესტიციო კომპლექსს, რომელიც გამოირჩევა როგორც სტრატეგიული მდებარეობით, ისე მაღალი ხარისხის მშენებლობითა და სერვისებით. კომპანია უკვე 12 წელია, უძრავი ქონების ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში მრავალჯერ დაამტკიცა, თუ რატომ არის ის სანდო პარტნიორი და ინვესტორებისთვის გონივრული არჩევანი.
რა ხდის „ჰორიზონტ ბათუმის“ კომპანიას განსაკუთრებულად მიმზიდველს? პირველ რიგში, მისი ადგილმდებარეობა. კომპლექსი მდებარეობს ბათუმის ბულვართან ახლოს, სანაპიროს პირველ ზოლში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ბინები ტურისტებისთვის განსაკუთრებით მოთხოვნადია. ზღვისპირა განლაგება და ულამაზესი ხედები ინვესტორებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ ხარისხიანი ქონება შეიძინონ, არამედ მაქსიმალურად გაზარდონ შემოსავალი მისი გაქირავებით.
გარდა ამისა, „ჰორიზონტ ბათუმის“ პროექტები სრულად აღჭურვილია თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. მობინადრეებსა და ტურისტებს აქ დახვდებათ საცურაო აუზები, ფიტნესდარბაზი, სპაზონა, კომფორტული ლაუნჯები, საერთო სამუშაო სივრცე, გასართობი სივრცე, სათამაშო მოედანი, შიდა და გარე პარკინგი, ოთახის მომსახურების სერვისი და 24/7-ზე მომუშავე დაცვის სისტემა. ეს ყველაფერი ქირავნობის ფასს მნიშვნელოვნად ზრდის და ინვესტორებს აძლევს მუდმივი, სტაბილური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.
საინვესტიციო ბინის არჩევისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გაქირავების მართვის სერვისი. „ჰორიზონტ ბათუმი“ ამ მიმართულებითაც გამორჩეულ სერვისს სთავაზობს მფლობელებს. თუ თქვენ არ ცხოვრობთ ბათუმში და არ გაქვთ დრო ბინის მართვისთვის, შეგიძლიათ გაქირავების პროცესი მთლიანად პროფესიონალური მენეჯმენტის გუნდს მიანდოთ. ასეთი სერვისები ინვესტორებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად მიიღონ პასიური შემოსავალი, ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე.
როდესაც ბათუმში საუკეთესო საინვესტიციო შეთავაზებას ეძებთ, უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ ბინის ფასი, არამედ მისი მომგებიანობა და განვითარების პერსპექტივა. „ჰორიზონტ ბათუმი“ არა მხოლოდ ამჟამად არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და წარმატებული კომპანია, არამედ მისი ღირებულება მომავალშიც მხოლოდ გაიზრდება. სწორედ ამიტომ, ეს არის ინვესტიცია, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო შემოსავლიანი გახდება.