ბათუმი უკვე დიდი ხანია არ თმობს შავიზღვისპირეთის ყველაზე გამორჩეული ქალაქის სტატუსს, რომელიც თავისი არაჩვეულებრივი სანაპირო ზოლით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უძრავი ქონების მზარდი ბაზრით - მუდმივად იზიდავს როგორც ინვესტორებს, ასევე ტურისტებს წლის ნებისმიერ დროს.
როგორც ხშირად ახასიათებენ, ეს არის ერთ ქალაქში თავმოყრილი ბუნებრივი სილამაზისა და ურბანული კომფორტის უნიკალური ნაზავი, რომელიც მას იდეალურ საცხოვრებელ ადგილად აქცევს.
თუ ეძებთ აპარტამენტს საინვესტიციო დანიშნულებით, რომელიც საკმაოდ მაღალ წლიურ შემოსავალს მოგიტანთ - ,,ჰორიზონტ ბათუმის’’ პრემიუმ კლასისა და საერთაშორისო სტანდარტების პენტჰაუსები
შესაძლოა იდეალური არჩევანი იყოს. ეს არის შავი ზღვის სანაპირო ზოლის პირველ ხაზზე მდებარე აპარტამენტები, საიდანაც ზღვაზე და ქალაქზე თვალწარმტაცი პანორამული ხედები იშლება. მასზე თვალის ერთი შევლების შემდეგაც კი დარწმუნდებით, რომ ამ მხრივ
ინვესტიცია უძრავ ქონებაში, შესაძლოა საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს. აქვე გეტყვით რატომაც:
უნიკალური ადგილმდებარეობა,,ჰორიზონტ ბათუმის’’ პენტჰაუსის ფლობის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა - მისი საუკეთესო ადგილმდებარეობაა. სანაპირო ზოლის პირველ ხაზზე მდებარე პრემიუმ კლასის აპარტამენტის შეძენა ნიშნავს იმას, რომ მომავალში თქვენი ქონებით დაინტერესდება ყველა ის ადამიანი, ვისაც სურს, იცხოვროს ტურიზმის, ბიზნესისა და დასვენების დინამიკურ ცენტრში, რომელიც ყოველ წელს უფრო და უფრო ვითარდება. ცალკე აღნიშვნის ღირსია, ის მრავალფეროვანი ცხოვრების სტილი, რომელსაც ბათუმი ნებისმიერი გემოვნების ადამიანს სთავაზობს. ხშირად ამბობენ, რომ ამ ქალაქს ღამით არასდროს სძინავს, დღისით კი ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული ხდება.
გაქირავების ძლიერი პოტენციალიბათუმში წლის ნებისმიერ დროს შეხვდებით ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც იმის გამო, რომ ხშირად ამ ქალაქში საკმაოდ გრძელვადიანი მიზნები აქვთ, როგორც წესი, ეძებენ კომფორტულ საცხოვრებელ სივრცეებს, საიდანაც მარტივად ხელმისაწვდომი იქნება როგორც ბათუმის გამორჩეული ღამის ცხოვრება, ასევე ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები: სანაპირო ზოლი, სავაჭრო ცენტრები და სხვადასხვა დასასვენებელი თუ გასართობი სივრცე. ეს გარემოება კი ქმნის საკმაოდ მყარ საფუძველს იმისთვის, რომ თქვენ მიერ შეძენილი უძრავი ქონება მომავალში მომგებიანი ინვესტიცია გახდეს.
მაღალი მოთხოვნამაღალი კლასის უძრავ ქონებაზე ხშირად მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია, რადგან დღითი დღე იზრდება იმ საერთაშორისო ინვესტორების რიცხვი, რომლებიც საუკეთესო უძრავ ქონებას დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით არჩევენ. გავრცელებული აზრია, რომ ზღვისპირა პენტჰაუსები იშვიათი და საკმაოდ ექსკლუზიურია, რაც მათ უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ ღირებულ აქტივად აქცევს.
ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოსაქართველო ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა მარტივი იურიდიული პროცესებისა და უცხოელებისთვის უძრავი ქონების შეძენის კიდევ უფრო მოქნილი პროცედურების გამო. აქედან გამომდინარე, ბათუმში პენთჰაუსის შეძენა შეიძლება განვიხილოთ, როგორც სტრატეგიული საინვესტიციო ნაბიჯიც, რომელიც მომავალში თქვენ თვალწინ საკმაოდ სარფიან პერსპექტივებს შექმნის.
ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობაუძრავი ქონების ბაზარზე ბათუმი სტაბილურად კარგად პოზიციონირებს, რაც ამ ქალაქში ინვესტიციას უფრო უსაფრთხოს ხდის. აქ არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმის სფეროს მუდმივი განვითარება და უცხოელი ინვესტორების მზარდი ინტერესი - უძრავ ქონებაზე უწყეტ მოთხოვნას ქმნის. გარდა ამისა, ტურისტთა დიდი რაოდენობის გამო, ბათუმი, სხვა ქალაქებთან შედარებით, ნაკლებად მოწყვლადია ეკონომიკური კრიზისების მიმართ, რაც თქვენს ქონებას კიდევ უფრო მდგრად ინვესტიციად აქცევს.