საინვესტიციო შესაძლებლობა ბათუმში - რაში დაგეხმარებათ უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების შესწავლა

რას გულისხმობს ინვესტიცია უძრავ ქონებაში და რა უპირატესობები აქვს მას?

ბათუმი, როგორც საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი, ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით ყოველწლიურად იზიდავს ინვესტორებს, რომელთაც შესაძლებლობების გზა აქ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ეხსნებათ. უნიკალური საინვესტიციო შეთავაზებები, მისაღები ფასები და უძრავი ქონების პერსპექტიული ბაზარი არის ის სამი მთავარი მახასიათებელი, რაც ბათუმს საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით ბევრად უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

დღესდღეობით ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი განვითარების აქტიურ ფაზაშია. თავის მხრივ ამას ხელს უწყობს სანაპირო ზოლის გაფართოება, ახალი სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და ზოგადად ყველა ის ცვლილება, რაც ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თითოეული ეს ფაქტორი კი საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, რომ მრავალფეროვანი არქიტექტურით, განუმეორებელი პეიზაჟებითა და ხმაურიანი სანაპიროებით გამორჩეული ქალაქი, წლიდან წლამდე უამრავი ტურისტისა და ბიზნესმენის ინტერესის სფერო ხდება.

წინამდებარე ბლოგი იქნება ერთგვარი გზამკვლევი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ბათუმის უძრავი ქონების ძირითად ტენდენციებში უკეთ გარკვევა, ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება და იმ საინვესტიციო შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება, რის ნაკლებობასაც ეს ქალაქი ნამდვილად არ უჩივის.

რას ამბობს რიცხვები - დეტალები, რომლებიც სტატისტიკის მიღმა იკითხება

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. მაგალითისთვის, 2024 წლის პირველ კვარტალში უცხოელი მყიდველების წილი 80%-მდე გაიზარდა, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ბათუმი უფრო და უფრო პოპულარული ხდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საინვესტიციო მიმართულებით.

სხვადასხვა კვლევით დასტურდება ისიც, რომ ბოლო წლებში ბათუმში გასაყიდი ბინების ფასები განსაკუთრებით ძვირადღირებულ და პრემიუმ სეგმენტში იზრდებოდა - ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება და დღეს შეძენილი უძრავი ქონება სამომავლოდ მუდმივ, სოლიდურ შემოსავლის წყაროდ იქცევა.

აპარტამენტები ბათუმში - როგორ პასუხობს ბაზარი გაზრდილ მოთხოვნას

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, გასაქირავებელი თუ გასაყიდი აპარტამენტები ბათუმში ერთმანეთთან მუდმივად მაღალ კონკურენციაშია. ცალსახაა, რომ ქალაქში ასეთ კონკურენტულ გარემოს ის სამშენებლო კომპანიები და დეველოპერები ქმნიან, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, მომხმარებლები სხვადასხვა მიმზიდველი და განსხვავებული შეთავაზებებით დააინტერესონ.

მათი მთავარი ამოცანაა, რომ არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ტექნოლოგიურადაც დახვეწონ თავიანთი პროექტები. ამისთვის ხშირად იყენებენ თანამედროვე სამშენებლო მასალებს, ენერგოეფექტურ სისტემებსა და აღჭურვილობებს, რაც საბოლოო ჯამში აპარტამენტს ბევრად კომფორტულსა და ეკონომიურს ხდის. უძრავ ბაზარზე ასე მკვეთრად მომატებული კონკურენციის რიტმი კი, ზრდის იმ წარმატებული პროექტების რაოდენობას, რომლებიც საბოლოო ჯამში მომხმარებელთა მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

ამ მეტად კონკურენტუნარიან სფეროში უკვე 10 წელზე მეტია უპირობოდ გამოირჩევა ,,ჰორიზონტ ბათუმის’’ მიერ შექმნილი სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებიც ზღვის პირველ ხაზზე, ყველაზე განვითარებად და ტურისტულად აქტიურ უბანში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს და მფლობელებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო წლებში მთელს ბათუმში ზოგადი გაყიდვების თითქმის 60% იმ უძრავ ქონებაზე მოდის, რომელიც სწორედ ახალ ბულვარში მდებარეობს (ამის შესახებ ჯერ კიდევ 2 წლის წინ წერდნენ ავტორიტეტული მედიაგამოცემები). აქედან გამომდინარე, ,,ჰორიზონტ ბათუმის’’ აპარტამენტები იდეალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ინვესტიციის ჩადება ისეთ კერძო საკუთრებაში სურს, რომელსაც მზარდი ყოველწლიური მოგების მოტანა შეუძლია.
კომპანია გთავაზობთ უკვე გაქირავებულ პრემიუმ აპარტამენტებს 5-ვარსკვლავიან საერთაშორისო სასტუმრო კომპლექსში, საიდანაც გარანტირებული შემოსავლის სახით ყოველწლიურად რამდენიმე ათასი დოლარის მიღებაა შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ მდიდარი ინფრასტრუქტურითა და შთამბეჭდავი ხედებით გამორჩეული პენტჰაუსები, რომლებშიც ყველა საჭირო პირობაა შექმნილი როგორც კომფორტული ცხოვრებისთვის, ისე მათი მარტივად გაქირავებისთვის.

რატომ არის გამართლებული ინვესტიცია ბათუმში?

კერძო საკუთრების ფლობა ქვეყნის ამ გამორჩეულ ქალაქში, რომელიც თავის ინდივიდუალურ მომხიბვლელობას წელიწადის ყველა სეზონზე ინარჩუნებს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომგებიანი და აქტუალური გახდა. ეს განპირობებულია ბევრი ისეთი მიზეზით, რომელიც ზოგიერთი ადამიანისთვის ხანდახან შეიძლება შედარებით შეუმჩნეველიც კი იყოს. მაგალითად, ბათუმი, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრი, ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა ფესტივალსა თუ კონცერტს, რაც ხშირად უბრალო, ჩვეულებრივ ღონისძიებად აღიქმება, თუმცა, რეალურად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ეს საკმაოდ გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი ასპექტია. მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ ზრდის ტურისტების ნაკადს, არამედ ქმნის ახალი კომერციული თუ საცხოვრებელი ქონების საჭიროებას. ასეთი დადებითი იმპულსები კი თავის მხრივ აჩქარებს ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალაქში თუნდაც დროებით ჩამოსულ სტუმრებს ქვეყნის ეკონომიკაზე გრძელვადიანი გავლენა აქვთ.

თუმცა, პირველ რიგში, ინვესტიცია ბათუმში მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარეა გამართლებული. უნიკალური კლიმატი და ზღვისპირა ხედები ქალაქს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს - რომ აღარაფერი ვთქვათ კიდევ ერთ პოზიტიურ ფაქტორზე, რომელიც უძრავი ქონების ყიდვის პროცესში ინვესტორებისთვის ხშირად გადამწყვეტ როლსაც კი თამაშობს. საუბარია შავი ზღვის პორტსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც ამ ქალაქის ინტერნაციონალურ ხასიათს მკაფიო ხაზს უსვამს.

ბათუმი, როგორც საგანმანათლებლო და სამედიცინო ტურიზმის ცენტრი

საინვესტიციო შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად აფართოებს ბათუმის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის დანიშნულება. ბოლო წლებში ქალაქში არაერთი საერთაშორისო უნივერსიტეტი და სასწავლებელი გაიხსნა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა სტუდენტურ საცხოვრებლებზე. უცხოელი და ადგილობრივი სტუდენტებისთვის ქალაქში ცხოვრებისა და სწავლის პერსპექტივის ზრდა ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ნიშნავს, რადგან მსგავსი ტიპის პროექტები, რომლებიც მზარდ სეგმენტზეა გათვლილი, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მომგებიანია.

გარდა ამისა, არანაკლებ მნიშნველოვანია ის ფაქტი, რომ ბათუმი სულ უფრო აქტიურად პოზიციონირებს საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის რუკაზეც. ქალაქში მრავლად ფუნქციონირებს თანამედროვე კლინიკები და სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრები, რომლებიც არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ პაციენტებსაც ემსახურებიან (განსაკუთრებით პოპულარულია პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია) - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბათუმში სამედიცინო მიზნით ჩამოსული ტურისტები ხშირად ეძებენ შედარებით ხანგრძლივი პერიოდით დასარჩენ ადგილებს, რაც ასევე მნიშვნელოვნად ზრდის მოთხოვნას როგორც სასტუმროებზე, ისე აპარტამენტებზე.

ზოგადად კი სამედიცინო ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც. ახალი კლინიკების, სარეაბილიტაციო ცენტრებისა და ფარმაცევტული ობიექტების შექმნას პოზიტიური გავლენა განსაკუთრებით კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე აქვს.

ცხოვრების ხარისხი და უსაფრთხო გარემო

საგულისხმოა ისიც, რომ ბათუმს ხშირად ახასიათებენ, როგორც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და კომფორტულ ქალაქს, სადაც ბუნებასთან სიახლოვე, დასვენება და ეკოლოგიურად სუფთა ჰაერი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ამის გამო, ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ამ ქალაქს საცხოვრებელი მიზნებისთვის, რაც არა მხოლოდ საინვესტიციო, არამედ სტანდარტული ბინების გაყიდვებზეც დადებითად აისახება.

მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა

ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ბათუმის ურბანული დაგეგმარება ბოლო წლებში საგრძნობლად შეიცვალა. დღეს ქალაქი არა მხოლოდ ძველი უბნების რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული, არამედ ახალი, თანამედროვე უბნების გაშენებაზეც აქტიურად ზრუნავს. მრავლად გვხვდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებიც გათვლილია ყველანაირ საჭიროებაზე - დაწყებული სავაჭრო ცენტრებით, დამთავრებული სპორტული მოედნებითა და რეკრეაციული ზონებით. მსგავსი ტიპის ადგილები მიმზიდველია როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის, რომლებიც ქალაქის განვითარებას, როგორც წესი, გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებენ.

უძრავი ქონება ბათუმში = უძრავი ქონება მომავლის ქალაქში

უკვე საკმარისად გამოკვეთილია კონტურები, თუ როგორ შეიძლება გახდეს ბათუმი ე.წ. ,,ჭკვიანი ქალაქის’’ მოდელის ნაწილი. ახალი საცხოვრებელი კომპლექსების უმეტესობა ხშირად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის ჭკვიანი სახლის სისტემებითა და ენერგოეფექტური მოწყობილობებით. ეს გარემოება არა მხოლოდ ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, არამედ ხელს უწყობს სამომავლოდ უძრავი ქონების ფასის სტაბილურობას. ინვესტორებისთვის კი ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტექნოლოგიური წინსვლა უძრავი ქონების მომგებიანობას მკვეთრად ზრდის.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი დინამიკურად ვითარდება, რაც ქალაქში არაერთ საინვესტიციო შესაძლებლობას ქმნის. ბათუმისთვის დამახასიათებელი სტრატეგიული მდებარეობა, მზარდი ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი და მუდმივად განახლებადი ინფრასტრუქტურა - ის ძირითადი ფაქტორებია, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნებისმიერ სხვა ქალაქს უკონკურენტოდ გადაწონის.

ჩვენი კონტაქტები

კონტაქტები

სოციალური ქსელები

სოციალური ქსელები